Monday, June 3, 2019

3 ორგანული სასუქი

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, რომ მინიმალური დანახარჯებით, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტი მოიყვანოთ, ამისთვის სასარგებლო ელემენტებით მდიდარი, ორგანული სასუქი გამოგადგებათ, რომელიც მცენარეს სრულფასოვან ზრდა-განვითარებაში დაეხმარება, თქვენ კი კარგი მოსავალს მიიღებთ.

ნაცარი- რომელიც მთელი ზამთრის განმავლობაში გროვდება, დახურულ ჭურჭელში სწორად შენახვის შემთხვევაში, ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი სასუქია, რადგან ის უამრავ მიკროელემენტს შეიცავს, მათ შორის - კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, ნატრიუმსა და მაგნიუმს. ასეთი არაჩვეულებრივი შემადგენლობიდან გამომდინარე, ნაცარი ხელს უწყობს მცენარის სრულფასოვან ზრდა-განვითარებასა და გაჯანსაღებას.
ნაკელი- ნიადაგში შესაძლებელია როგორც ახალი, ასევე მოძველებული ნაკელის შეტანა, თუმცა ორივე ვარიანტს თავისი დადებითი თუ უარყოფითი მხარე გააჩნია. სავარგულზე ახალი ნაკელის დამატების შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ მასში დიდი რაოდენობით სარეველა ბალახების ჯერ კიდევ გადაუმუშავებელი თესლია გადარეული, რამაც მოსავალს დიდი საფრთხე შიძლება შეუქმნას. ამიტომ აჯობებს, თუ მოძველებულ ნაკელს გამოიყენებთ, ის ბევრად უსაფრთხოა, თუმცა საყურადღებოა, რომ ნახევრად გადამწვარი თუ გადამწვარი ნაკელი, ნაკლებ აქტიურ ელემენტს შეიცავს.
ბიუჰუმუსი- ნარჩენების ნიადაგში შეტანა ხელს უწყობს ე.წ. წვიმის ჭიაყელების გამრავლებას, რომელთა ცხოველმყოფელობის ამაღლებაც თავის მხრივ ნიადაგში ზრდის ორგანული ნივთიერებების შემცველობას. ბიუჰუმუსს არაერთი უპირატესობა აქვს. მაგალითად ის გეხმარებათ სავარგულების სარეველა ბალახებისგან დასუფთავებაში, ერთი-ორად ზრდის მოსავლის რაოდენობას და ნიადაგში შხამ-ქიმიკატების შემცველობასაც მნიშვნელოვნად ამცირებს.

No comments:

Post a Comment