Monday, June 3, 2019

ხეების ჭრა ამაზონში

2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის ივლისამდე ამაზონის ტყეში 7 900 კვადრატული კილომეტრი ტყე განადგურდა. 
სამეცნიერო ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, თუკი ხეების გაჩეხვის პროცესის (დეფორესტაცია) მაჩვენებელი 20%-ს ასცდება, ამაზონის ტროპიკული ტყეების განადგურება გარდაუვალი იქნება.


ბოლო 50 წლის განმავლობაში დეფორესტაცია შეეხო ამაზონის მცენარეულობის 17%-ს, კიდევ სამი პროცენტის დამატებით კი ტყეების გადარჩენა შეუძლებელი გახდება.


პლანეტის ყველაზე წყალუხვი მდინარის ტყეების რეგიონის განადგურებაში მნიშვნელოვან როლს ასევე ასრულებს კლიმატის ცვლილება და ხანძრები. გარდა ტროპიკული ტყისა და მისი ველური ბუნების შესაძლო მოსპობისა, მოიშლება წყლის ციკლიც, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის სამხრეთ ამერიკის მოსახლეობას.


No comments:

Post a Comment