Wednesday, April 3, 2019


პოლიეთილენის პარკები აიკრძალა




2019 წლის 1 აპრილიდან საქართველოში ნებისმიერი სისქის არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოება და გამოყენება აიკრძალა.
2018 წლის 1 ოქტომბრიდან კი, საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. ამავე რეგლამენტის მიხედვით, 1 აპრილიდან სრულად აიკრძალა ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
ამ კანონის ამოქმედების შემდეგსაქართველო პირველი ქვეყანა გახდა რეგიონშსადაც პოლიეთილენის პარკების გამოყენება აკრძალეს.

პარკების მწარმოებლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მისი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გააკონტროლებს; პარკების იმპორტს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო სამსახური გააკონტროლებს. პარკების რეალიზატორებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები


Monday, April 1, 2019

10 Major Current Environmental Problems







მანქანის გამონაბოლქვი


ჰაერის ინტენსიურ დამბინძურებელს წარმოადგენს ავტოტრანსპორტი. ამ სახით ატმოსპეროს დაბინძურების საშიშროება ყოველწლიურად იზრდება მოტორიზაციის დონისა და ქვეყნების ურბანიზაციის ზრდასთან ერთად. ერთი ავტომობილის ძრავა 45-ჯერ მეტ ჟანგბადს მოიხმარს, ვიდრე ერთი ადამიანი

ავტომობილების გამონაბოლქვი აირების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი ნახშირჟანგია, იგი უერთდება სისხლის ჰემოგლობინს და ხელ უშლის ორგანიზმის ხსოვილებში ჟანგბადის შეღწევას.

მანქანის გამონაბოლქვი აირები საკმაოდ საშიშ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს არაორგანული ტყვიის შემცველი ნაერთები, რომლებიც წარმოიქმნება ბენზინში ოქტანური რიცხვის ასაწევად დამატებული ტეტრაეთილტყვიის წვისას. დიზელური ძრავების გამონაბოლქვებში ტყვია არ ფიგურირებს.




თანამედროვე სამყაროსთვის ეკოლოგიური პრობლემები ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ისინი საუკუნეებან ერთად იზრდებოდა და მომავალშიც განაგრძობს ზრდას, თუ ადამიანები არ გაერთიანდებიან და არ იბრძოლებენ მათ აღმოსაფხვრელად.
   
მანქანების გამონაბოლქვის პრობლემის დასაძლევად მნიშვნელოვანია გამონაბოლქვის შემცირება, ამის მისაღწევად კი საუკეთესო გზა იქნება ჰიბრიდული და ელექტრო მანქანების გამოყენება


Sunday, March 31, 2019


ნარჩენების გადამუშავება

ჩვენს მიერ გამოყენებული მრავალი პროდუქციის ნედლი მასალა ბუნებრივი რესურსებისაგან მიიღება. დღესდღეისობით მოსახლეობის ზრდასთან ერთად გაზრდილი მოხმარება ამ ბუნებრივი რესურსების შემცირებას იწვევს. ბუნებაში შეზღუდული რაოდენობით არსებული ამ რესურსების დასაცავად წარმოებაში ალტერნატიული მეთოდების გამოყენება გარდაუვალია. ამის ერთ-ერთი გზა კი ნარჩენების გადამუშავებაა.
ნარჩენების გადამუშავება, გარკვეული ნარჩენების სხვადასხვა ფიზიკური ან ქიმიური პროცედურების გავლით მეორად ნივთიერებად გადაქცევა და წარმოების პროცესში ისევ ჩართვა გახლავთ.
რკინა, ფოლადი, სპილენძი, ტყვია, ქაღალდი, პლასტმასი, ალუმინი, კაუჩუკი, მინა და მათი მსგავსები ის ნარჩენებია, რომელთა გადამუშავებაც შესაძლებელია. ასევე გადამუშავებისათვის ხელსაყრელია ელექტრო ნარჩენები, აკუმულატორები, ცხიმები. ამ ნარჩენების გადამუშავება და ისევ გამოყენება ბუნებრივი რესურსების ამოწურვას აღკვეთს.
ნარჩენების გადამუშავება ბუნებრივი რესურსების დაცვასთან ერთად ნედლეულის ხარჯებსა და წარმოებაში მოხმარებული ენერგიის რაოდენობას ამცირებს.
გადამუშავების კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ გასანადგურებელი მყარი ნარჩენების რაოდენობის შემცირება. ამგვარად მცირდება ნარჩენების მიერ გარემოსათვის მიყენებული ზიანი და ხდება შესანახი სივრცის დაზოგვა.
ჯანსაღი გადამუშავების პირველი საფეხური ნარჩენების თავიდანვე დამუშავებაა. გადასამუშავებელი ნივთიერებების სხვა ნარჩენებთან არ შერევა და გადამუშავების ყუთების სწორად გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. 
ნარჩენების გადამუშავებით შესაძლებელია ბუნებრივი რესურსების დაცვა და ენერგიის დაზოგვა.


რა არის ეკოლოგია?
ეკოლოგია ბიოლოგიის ნაწილია, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს შორის ურთიერთკავშირებს, აგრეთვე ცოცხალ ორგანიზმებსა და მათ საცხოვრებელ გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას შეისწავლის.
ტერმინი "ეკოლოგია" ზოგჯერ ცნების "გარემოს დაცვა" აღსანიშნავადაც გამოიყენება, თუმცა ბოლო წლებში ამ ორი ტერმინის გამიჯვნის ტენდენცია შეიმჩნევა , სადაც "ეკოლოგია" აღნიშნავს ბიოლოგიის დარგს, ხოლო "გარემოს დაცვა" - ადამიანის საქმიანობის შედეგად მისი გარემოს დეგრადაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.




არსებობს ტერმინის "ეკოლოგია" კიდევ რამდენიმე განმარტება:
·  ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც მიმართულია ცოცხალ არსებათა განთავსების და განაწილების, მათ გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობის და წონასწორობის პირობების შეცნობისაკენ.
·      ეკოლოგია ბუნების ეკონომიკაა.
· ეკოლოგია გარემოს ორგანულ და არაორგანულ კომპონენტებთან ცოცხალი ბუნების ურთიერთობების შემსწავლელი მეცნიერებაა.
·   ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც ცოცხალ ბუნებაში არსებულ რთულ ურთიერთკავშირებს სწავლობს.

ეკოლოგიის დარგები
·        ანთროპოეკოლოგია - ადამიანის ეკოლოგია
·        გარემოს დაცვა - გამოყენებითი ეკოლოგია
·        გეოეკოლოგია
·        დინამიური ეკოლოგია
·        ზოგადი ეკოლოგია - ბიოეკოლოგია
·        სოციალური ეკოლოგია