ნარჩენების გადამუშავება
ჩვენს
მიერ გამოყენებული მრავალი პროდუქციის ნედლი მასალა ბუნებრივი რესურსებისაგან
მიიღება. დღესდღეისობით მოსახლეობის ზრდასთან ერთად გაზრდილი მოხმარება ამ
ბუნებრივი რესურსების შემცირებას იწვევს. ბუნებაში შეზღუდული რაოდენობით არსებული
ამ რესურსების დასაცავად წარმოებაში ალტერნატიული მეთოდების გამოყენება
გარდაუვალია. ამის ერთ-ერთი გზა კი ნარჩენების გადამუშავებაა.
ნარჩენების
გადამუშავება, გარკვეული ნარჩენების სხვადასხვა ფიზიკური ან ქიმიური პროცედურების
გავლით მეორად ნივთიერებად გადაქცევა და წარმოების პროცესში ისევ ჩართვა გახლავთ.
რკინა, ფოლადი,
სპილენძი, ტყვია, ქაღალდი, პლასტმასი, ალუმინი, კაუჩუკი, მინა და მათი მსგავსები
ის ნარჩენებია, რომელთა გადამუშავებაც შესაძლებელია. ასევე გადამუშავებისათვის
ხელსაყრელია ელექტრო ნარჩენები, აკუმულატორები, ცხიმები. ამ ნარჩენების გადამუშავება
და ისევ გამოყენება ბუნებრივი რესურსების ამოწურვას აღკვეთს.
ნარჩენების
გადამუშავება ბუნებრივი რესურსების დაცვასთან ერთად ნედლეულის ხარჯებსა და
წარმოებაში მოხმარებული ენერგიის რაოდენობას ამცირებს.
გადამუშავების
კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ გასანადგურებელი მყარი ნარჩენების რაოდენობის
შემცირება. ამგვარად მცირდება ნარჩენების მიერ გარემოსათვის მიყენებული ზიანი და
ხდება შესანახი სივრცის დაზოგვა.
ჯანსაღი
გადამუშავების პირველი საფეხური ნარჩენების თავიდანვე დამუშავებაა.
გადასამუშავებელი ნივთიერებების სხვა ნარჩენებთან არ შერევა და გადამუშავების
ყუთების სწორად გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.
ნარჩენების გადამუშავებით შესაძლებელია ბუნებრივი რესურსების დაცვა და ენერგიის დაზოგვა.
ნარჩენების გადამუშავებით შესაძლებელია ბუნებრივი რესურსების დაცვა და ენერგიის დაზოგვა.
No comments:
Post a Comment